წესები და პირობები

შესავალი

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს ერთი მხრივ შპს „ესტელ ჯორჯია“-სა და მეორე მხრივ „მომხმარებელს“ შორის შეთანხმებას და ასევე არეგულირებს „მომხმარებლის“ მიერ ვებ-გვერდის vilhelm.store-ის გამოყენებისას წარმოშობილ ურთიერთობებს.

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც შპს „ესტელ ჯორჯია“ „მომხმარებლისგან“ ან მესამე პირებისგან მოიპოვებს ვებ-გვერდის vilhelm.store-ის მეშვეობით, დამუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. vilhelm.store-ის გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, „მომხმარებელი“ ასევე ეთანხმება შპს „ესტელ ჯორჯია“-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ნივთის დაბრუნების ან/და შეცვლის პოლიტიკას.

ვინაიდან მომხმარებელს აქვს სურვილი, გახსნას შპს „ესტელ ჯორჯია“-ს მიერ ოპერირებად პლატფორმაზე პირადი ანგარიში რათა, პლატფორმის მეშვეობით შეიძინოს შეთავაზებული პროდუქცია, შპს „ესტელ ჯორჯია“ და მომხმარებელი თანხმდებიან, რომ დადონ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდება მომხმარებელის მიერ ანგარიშის გახსნა, გამოყენება, vilhelm.store-ის მიერ მის პლატფორმაზე განთავსებული პროდუქციის გაყიდვა და მომხმარებელისთვის მიწოდება, მომხმარებელის მიერ საფასურის გადახდა და ასევე ანგარიშის დახურვა.

Vilhelm.store-ის ადმინისტრაცია მოგმართავთ თხოვნით, რომ ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს.

მომხმარებელი, რომელსაც სურს ვებ-გვერდით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. Vilhelm.store-ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ წესებსა და პირობებში მომხმარებელის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.

1. ტერმინთა განმარტება
1.1.წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
1.1.1.ანგარიში - ნიშნავს მომხმარებელის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს;
1.1.2.ავტორიზაცია - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას და მოიცავსწინამდებარე წესების და პირობების მე-5 მუხლით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას;
1.1.3.გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებელის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებ-გვერდზე;
1.1.4. ვებ-გვერდი - ნიშნავს vilhelm.store-ის ვებ-გვერდს, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების ან/და პროდუქციის შეთავაზება;
1.1.5. მომხმარებელი (მყიდველი) - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს vilhelm.store-ის ვებ-გვერდის საშუალებით შეიძინოს კომპანიის პროდუქცია და რეგისტრირებულია ვებ-გვერდზე;
1.1.7. მხარეები - ნიშნავს შპს „ესტელ ჯორჯია“-ს და მის მომხმარებელს;
1.1.10. vilhelm.store პლატფორმა - შპს „ესტელ ჯორჯია“-ს მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს ვებ-გვერდს, ან/და შპს „ესტელ ჯორჯია“-ს ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხს;
1.1.11. ოპერაცია - მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია;
1.1.12. უნივერსალური იდენტიფიკატორები - vilhelm.store-ის მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში და შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს vilhelm.store-ის რიგი დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური მომსახურების არხებით;
1.1.13. წვდომის კოდ(ებ)ი - კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც vilhelm.store-მა შესაძლოა მიაწოდოს მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებასთან წვდომისათვის;
1.1.14. ხელშეკრულება - მომხმარებლებსა და შპს „ესტელ ჯორჯია“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
1.2. სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.

2. განცხადებები და გარანტიები
2.1. წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
2.1.1. მომხმარებელი არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი (18 ან მეტი წლის) და ამავდროულად არ არის ევროკავშირის მოქალაქე ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის რეზიდენტი პირი.
2.1.2. გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს vilhelm.store-ის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
2.1.3. მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
2.1.4. გაეცნო პირობებს და ეს პირობები მისთვის მისაღებია;
2.1.5. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
2.1.6. მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
2.1.7. პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
2.1.8. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული vilhelm.store-ის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ vilhelm.store -სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
2.1.9. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
2.1.10. თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, vilhelm.store-მა მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები.
2.1.11. მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს vilhelm.store-ის ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
2.2. შპს ესტელ ჯორჯია“ ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია შპს „ესტელ ჯორჯია“-ს მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.
2.3. მომხმარებელსა და შპს „ესტელ ჯორჯია“-ს შორის პლატფორმის საშუალებით შეთანხმების მიღწევისას იდება ხელშეკრულება (შემდგომში „ნასყიდობის ხელშეკრულება“), რომლის პირობები დამატებით მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს.
2.4 მომხმარებელი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ:
2.4.1 ვებ-გვერდის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას;
2.4.2 არ გამოიყენებენ რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში;

3. მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და გამოყენება
3.1. მომხმარებელის მიერ vilhelm.store-ის მომსახურებებით სარგებლობის წესი:
3.1.1. Vilhelm.store-ის მომსახურებით მომხმარებელის მიერ სარგებლობისათვის, მომხმარებელი რეგისტრირდება ვებ-გვერდზე vilhelm.store;
3.1.2. რეგისტრაციისთვის მომხმარებელი უთითებს სახელს, გვარს, ელ.ფოსტას და პაროლს, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა არ ინახავს მას ღია სახით, არამედ ინახავს მის ჰეშირებულ ვერსიას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის გარდა მეპატრონისა/მომხმარებლისა.
3.1.3. რეგისტრაციის დასასრულებლად მომხმარებელმა უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება vilhelm.store-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების პირობებს;
3.1.4. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი ვებ გვერდზე ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს ან პროდუქტებს და ამატებს მათ კალათაში მათი ყიდვის მიზნით.
3.1.5. ყიდვის დასრულებისთვის მომხმარებელი ყიდვის გვერდზე ავსებს დამატებით ინფორმაციას: პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, ფაქტიური მისამართი, ირჩევს მისთვის სასურველ მიტანის და გადახდის მეთოდებს და ასრულებს ყიდვის პროცედურას.
3.1.6. თუ მომხმარებელს უჩნდება დამატებითი კითხვა vilhelm.store-ის მომსახურების პირობებთან ან მისთვის საინტერესო პროდუქტთან დაკავშირებით იგი უკავშირდება მხარდაჭერის ჯგუფს ელ.ფოსტაზე: contact@vilhelm.store
3.2. მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს.
3.3. მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. შპს „ესტელ ჯორჯია“ სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე.
3.4. მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს მისი პაროლი და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს vilhelm.store-ის მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით.
3.5. პირადი ანგარიშის გახსნით, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს ან რეგულაციას. იგი ვალდებულია დაიცვას vilhelm.store-ის ინტერესები და აუნაზღაუროს vilhelm.store-ის ყველა ზიანი, რომელიც მას მიადგა მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად;
3.6. მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. vilhelm.store არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. vilhelm.store უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა;

4. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები
4.1. მომხმარებლის სახელი – დისტანციური მომსახურების მისაღებად, ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო, ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრული ერთ-ერთი პარამეტრი, რომელიც უნიკალურია;
4.2. პაროლი – ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთანავე, vilhelm.store-ის მიერ შერჩეული დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის ან კომუნიკაციის სხვა არხის საშუალებით. პაროლი ექვემდებარება შემდგომ განახლებას/ცვლილებას მომხმარებლის სურვილისამებრ.
4.3. მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4.4. მომხმარებლის პირადი ნომერი / საიდენტიფიკაციო ნომერი;
4.5. მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი - ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად მომხმარებელს შესაძლოა განესაზღვროს ავტორიზაციის განხორციელების ვალდებულება მარტივი (სახელისა და პაროლის გამოყენება) ან რთული (სახელის, პაროლისა და ერთჯერადი კოდის გამოყენება) ავტორიზაციის მეთოდით. ავტორიზაციის მეთოდი ყოველი შესაბამისი დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის/მომსახურებებით სარგებლობისათვის ასევე რეგისტრირდება ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში.
4.6. მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის შპს „ესტელ ჯორჯია“-მ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები.

5. ავტორიზაცია
5.1. ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდის გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.
5.2. ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.

6. მომხმარებელის მიერ სასურველი პროდუქტის შერჩევა, შეკვეთის განთავსება,ყიდვა, მიღება და ტრანზაქციის გაუქმების პირობები
6.1. ავტორიზაციის მომხმარებელი ვებ-გვერდის საშუალებით გადადის მთავარ გვერდზე, საიდანაც მას შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.
6.2. ნავიგაციის ღილაკების საშუალებით მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველი პროდუქციის კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი საფასო კატეგორიის, პროდუქტის მახასიათებლების ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით.
6.3. მომხმარებელი „დასტურის“ ღილაკის მონიშვნით ირჩევს და ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს საკუთარ კალათაში.
6.4. პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ მომხმარებელი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა სერვისის მომსახურების საფასური (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6.5. მომხმარებელი vilhelm.store-ის პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
6.6. მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი ნივთის დაბრუნების უფლებით, თანდართული დაბრუნების პოლიტიკის მიხედვით.
6.7. მომხმარებლის მიერ vilhelm.store-ის პლატფორმის საშუალებით არჩეული ნივთი შეძენილად ითვლება და მომხმარებელს ნივთზე საკუთრების უფლება გადაეცემა მას შემდეგ, რაც მომხმარებელი განახორციელებს ანგარიშსწორებას და ეს ნივთი კომპანიის მიერ მომხმარებელს ან მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ პირს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მიტანის ადგლას ჩაბარდება.
6.8. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის გაუქმება.
6.9. თუ კომპანია გააუქმებს მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ტრანზაქციას, კომპანია ვალდებულია მომხმარებელს, იმავე ანგარიშზე და იმავე ოდენობით დაუბრუნოს თანხა, რაც მომხმარებელმა გადაიხადა კომპანიის მიერ ტრანზაქციის გაუქმებამდე.
6.10. მომხმარებელი vilhelm.store-თან ანგარიშსწორებას ახდენს გადახდის შემდეგი მეთოდით:
6.10.1. VISA ან MASTERCARD ბარათით vilhelm.store-ის საიტზე ანგარიშსწორების გზით.
6.11. ვებ გვერდის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიწოდება შესაძლებელია თბილისში, შემდეგი პირობებით:
6.11.1. დღის 15:00 საათამდე მიღებული შეკვეთის მიწოდება ხორციელდება მეორე დღის ბოლომდე. 15:00 -ის შემდეგ განხორციელებული შეკვეთის მიწოდება ხდება 2 სამუშაო დღის ვადაში.
6.11.2. vilhelm.store იღებს ვალდებულებას მიაწოდოს მომხმარებელს პროდუქცია მის მიერ შეკვეთის გაკეთებისას მითითებულ მისამართზე.
6.11.3. არასრული საკონტაქტო ინფორმაციის, არაზუსტი მისამართის და მოწოდების ინსტრუქციების არარსებობის შემთხვევაში, პროდუქციის მიწოდების შეფერხებაზე/შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია შეკვეთის მიწოდება დაზუსტებულ რეალურ მისამართზე განხორციელდეს მეორედ, ხოლო მიწოდების გაზრდილი საფასურის შემთხვევაში მომხმარებელს ეკისრება ვალდებულება აანაზღაუროს გაზრდილი საფასური.
6.11.4. მიტანის სერვისის საფასური ავტომატურად ემატება კალათაში პროდუქციის შეძენისას.
6.11.5. კომპანია უფლებამოსილებას იტოვებს, ნებისმიერ დროს გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა, ტექნიკური ან სხვა ნებისმიერი პრობლემის არსებობის შემთხვევაში და მომხმარებელს გადახდილი თანხა დაუბრუნდება ვებ გვერდზე მითითებულ ანგარიშზე 3 სამუშაო დღის ვადაში.

7. პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა
7.1. vilhelm.store უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, ელექტრონული ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება, ისარგებლოს პლატფორმით, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნები. აღნიშნულ შემთხვევაში ანგარიშის დახურვა ან სარგებლობის შეზღუდვა ხდება ამ მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან;
7.2. იმ შემთხვევაში, თუ vilhelm.store განსაზღვრული მიზეზით დახურავს ანგარიშს ან შეზღუდავს მის გამოყენებას, მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი თავისი ან სხვისი სახელით შექმნას ახალი ანგარიში.
7.3. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს vilhelm.store-ის პლატფორმის გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის ვალდებულების შეწყვეტას.

8. გარანტიები
8.1. შპს ესტელ ჯორჯია აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ ფლობს ყველა ლიცენზიას, ნებართვას, სერთიფიკატს, პასუხისმგებლობის დაზღვევას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა დოკუმენტაციას, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია კონკრეტული პროდუქტის რეალიზაციისათვის; პროდუქტის რეალიზაციისას დაიცავს მოქმედი კანონმდებლობისა და პროფესიული ეთიკის შესაბამის ნორმებს; პროდუქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უსაფრთხოებისა და ვარგისიანობის სტანდარტებს.

9. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
9.1. ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ თანხმდებით, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა vilhelm.store-ის ვებ-გვერდითა და მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.
9.2 შპს „ესტელ ჯორჯია“ უზრუნველყოფს თქვენს წვდომას ვებ-გვერდზე vilhelm.store და მომსახურების გაწევას/პროდუქციის მიყიდვას/მიწოდებას წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად. შპს „ესტელ ჯორჯია“ არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ იძლევა მომსახურებასთან/პროდუქციასთან ან რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს, შესაბამისად, გამოირიცხება (კანონით დადგენილ ფარგლებში) შპს „ესტელ ჯორჯია“-ს პასუხისმგებლობა აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, ნაგულისხმევი გარანტიები, დამაკმაყოფილებელ ხარისხი ან/და თქვენს მიზნებთან შესაბამისობა) კერძოდ, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებ-გვერდი ან/და მომსახურება/პროდუქცია იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.
9.3 შპს „ესტელ ჯორჯია“ არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს ან ნებისმიერ მესამე პირის მიერ მომსახურების გამოყენებასთან, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ზიანი ბიზნესის დაკარგვისთვის, მოგების დაკარგვისთვის (მათ შორის მოსალოდნელი მოგების დაკარგვის ან მიუღებლობისთვის) ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტისთვის, ან სხვა ფულადი ან არსებითი/ნივთობრივი დანაკარგისთვის.
9.4 შპს „ესტელ ჯორჯია“ არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე, სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, დანაკარგისა და ზიანისთვის რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს მიერ საიტზე არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან. შპს „ესტელ ჯორჯია“ არ არის პასუხისმგებელი ინტერნეტ ვებგვერდის ბმულის შინაარსზე, რომელზეც გადამისამართდებით ვებ-გვერდიდან ან მისი მომსახურებიდან.
9.5 თქვენ ადასტურებთ, რომ შპს „ესტელ ჯორჯია“ არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, ვებ-გვერდზე წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტის შემთხვევაში.
9.6 თქვენ ეთანხმებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ შპს „ესტელ ჯორჯია“ ვებ-გვერდი vilhelm.store არ იმუშავებს გამართულად, ოპერაციის, ტრანზაქციის ან ტრანსმისიის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის ან ხაზების დაკარგვის ან დაზიანების, მესამე პირთა მიერ საიტის ან მისი შემადგენლობის მესამე პირთა მიერ უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში:
ა) შპს „ესტელ ჯორჯია“ არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგისთვის, მათ შორის მოგების დაკარგვისთვის, რომელიც გამოიწვია ზემოაღნიშნულმა, და ასეთი დანაკარგი არ ანაზღაურდება;
ბ) თუ რაიმე ასეთი შეცდომა გამოიწვევს თქვენი მოგების ან თქვენთვის გადასახდელი მოგების/შემოსავლის გაზრდას, თქვენ არ გაქვთ უფლება მიიღოთ ასეთი მოგება/შემოსავალი. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ შპს „ესტელ ჯორჯია“-ს ასეთი შეცდომის შესახებ და დაუბრუნოთ შპს „ესტელ ჯორჯია“-ს ასეთი შეცდომის შედეგად თქვენს ანგარიშზე ჩარიცხული ყველანაირი მოგება/შემოსავალი (შპს „ესტელ ჯორჯია“-ს მითითების შესაბამისად) ან შპს „ესტელ ჯორჯია“-მ შესაძლოა, თავისი შეხედულებისამებრ, ჩამოგაჭრათ თქვენი ანგარიშიდან აღნიშნული მოგების ოდენობითი თანხა.

10. შპს „ესტელ ჯორჯია“-ს პასუხისმგებლობა
10.1. შპს „ესტელ ჯორჯია“ პასუხისმგებელია:
10.1.1 მომხმარებლის წინაშე პირად ანგარიშზე ოპერაციების წარმოების სისწორესა და დროულობაზე წინამდებარე პირობებით განსაზღვრული წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
10.1.2. პირად ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
10.1.3. პროდუქტის ხარისხზე;
10.2. შპს „ესტელ ჯორჯია“ პასუხისმგებელი არ არის:
10.2.1. მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის ნებისმიერი მიზეზით გაუქმებისას დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის.
10.2.2. წინამდებარე პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს წინამდებარე პირობებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას;
10.3. მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ პირობების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და პირობებით დადგენილი წესით;

11. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
11.1. წინამდებარე წესების და პირობების ძალაში შესვლის შემდგომ ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე.
11.2. მომხმარებელის მიერ ამ პირობებით და მის მიერ პროდუქტის შეძენისას, პროდუქტის საფასურის სრულად და ჯეროვნად შპს „ესტელ ჯორჯია“-სთვის გადახდა წარმოადგენს მისი ფულადი ვალდებულების შესრულებას. ფულადი ვალდებულების შესრულება არ იწვევს წინამდებარე წესების და პირობების შეწყვეტას;

12. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
12.1. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
12.2. მხარეთა მიერ, პირობებისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო;
12.3. ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით;
12.4. თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი უპირობოდ თანახმა არიან სურვილის შემთხვევაში მიმართონ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებს.

13. წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა
13.1. წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებები განხორციელებულ იქნება შპს „ესტელ ჯორჯია“-ს მხრიდან მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუმცა, პირობებში არსებითი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მომხმარებელმა მომსახურების შეუფერხებლად მიღების გასაგრძელებლად ხელმეორედ უნდა განაცხადოს მათზე თანხმობა. პირობების ყოველი არსებითი ცვლილებისას მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა განაცხადოს თანხმობა vilhelm.store-ის ნებისმიერი არხით სარგებლობისას.

14. ერთიანი ხელშეკრულება
14.1. წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.

15. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
15.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენს ვებ-გვერდზე vilhelm.store-ზე შესვლით და ვებ-გვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის და ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას.
15.2. კონფიდენციალურობის პოლიტიკა - ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით vilhelm.store-ის არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც vilhelm.store უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას.

16. ნივთის შეძენა და მიღების წესი
16.1. მომხმარებელი vilhelm.store-ის პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
16.2. შეძენილი პროდუქტის მიმღები/ჩამბარებელი შეიძლება იყოს:
ა) თავად შემძენი (მომხმარებელი) პირადად;
ბ) მომხმარებელის მიერ მითითებული ნებისმიერი სხვა პირი.
16.3. თუ მომხმარებელი არ იბარებს შეძენილ პროდუქტს პირადად და სურს, რომ მის ნაცვლად ჩაიბაროს სხვა პირმა, ასეთ შემთხვევაში, მან vilhelm.store-ს უნდა მიაწოდოს ჩამბარებლის პირადი მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რათა vilhelm.store-მა მოახდინოს ჩამბარებლის სწორად იდენტიფიცირება და პროდუქტის ჩაბარება.
16.4. წინამდებარე პუნქტში აღწერილი წესი მოქმედებს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით (ბარათით) შეძენილი პროდუქტის მიმართ.
16.5. vilhelm.store და შპს „ესტელ ჯორჯია“ უფლებას იტოვოს ნებისმიერ დროს გააუქმოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული შეკვეთა.

17. ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკა
17.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ vilhelm.store-ის ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკას. ჩვენს ვებ-გვერდზე - vilhelm.store-ზე შესვლით და ვებ-გვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკას და მომხმარებელის მიერ სასურველი პროდუქტის შერჩევა, შეკვეთის განთავსება,ყიდვა, მიღება და ტრანზაქციის გაუქმების პირობები ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას.
17.2. ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკა ეხება თქვენს მიერ შეძენილი ნივთის დაბრუნების ან შეცვლის სურვილის შემთხვევაში ნივთის დაბრუნების/შეცვლის წესებსა და პირობებს.

18. გარდამავალი დებულებები
18.1. წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე;
18.2. მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია შპს „ესტელ ჯორჯია“-ს მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც შპს „ესტელ ჯორჯია“ მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
18.3. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;
18.4. შპს „ესტელ ჯორჯია“-ს უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობების ტექსტში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომხმარებელს vilhelm.store-ის საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის ვებ-გვერდის, შპს „ესტელ ჯორჯია“-ს ან vilhelm.store-ის ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა არხის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
18.5. მომხმარებელი, შპს „ესტელ ჯორჯია“-სთან წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს;
18.6. მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია შპს „ესტელ ჯორჯია“-ს იურიდიული მისამართი;
18.7. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით.

პროდუქტის დაბრუნების / შეცვლის პოლიტიკა

1. შპს „ესტელ ჯორჯია“-ს პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის პირობები
1.1. კომპანია ესტელ ჯორჯია პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას 5 სამუშაო დღის განმავლობაში უკან დააბრუნოთ ან შეცვალოთ შეძენილი პროდუქტი. (პროდუქცია არ უნდა იყოს გახსნილი, გარდა წინამდებარე პირობებით განსაზღვრული შემთხვევებისა)

2. პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის წესი
2.1. პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ კომპანია ესტელ ჯორჯიას სატელეფონო ცენტრს და აცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ;
2.2. პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (აუცილებელია პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა ესტელ ჯორჯიას ელ. ფოსტის მისამართზე: contact@vilhelm.store
2.3. პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკა მოქმედებს პროდუქტის მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
2.4. თუ პროდუქტს და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია ესტელ ჯორჯია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა და შესაბამისად, პროდუქტის დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგების საფუძველზე კომპანია უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქტ/ებ/ის დაბრუნების/შეცვლის პროცედურა.
2.5. პროდუქტის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) უზრუნველყოფს კომპანია ესტელ ჯორჯია საკუთარი ან/და სატრანსპორტო მომსახურე ქვეკონტრაქტორის საშუალებით, მოთხოვნის განთავსებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
2.6. პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვ.).
2.7. პროდუქტის დაბრუნება წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:
2.7.1. პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
2.7.2. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
2.7.3. პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
2.8. პროდუქტის დაბრუნება ზემოთ ჩამოთვლილი პირობებისგან დამოუკიდებლად შესაძლებელია თუ:
2.8.1. პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია ან;
2.8.3. თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა დაზიანებულია ან/და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს
2.8..4 პროდუქტის შეცვლა წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია, თუ:
2.8.4.1 პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია;
2.8.4.2 პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
2.8.4.3 პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
2.8.4.4 პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
2.8.4.5 თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გახსნილია და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი. ასეთ შემთხვევაში პროდუქტის შეცვლისას პროდუქტის ახალი ღირებულებიდან გამომდინარე შესაძლებელია საჭირო გახდეს მომხმარებლის მიერ თანხის დამატება.

3.ანაზღაურების წესი
3.1. კომპანია ესტელ ჯორჯია მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს მომხმარებლის მიერ პროდუქტში გადახდილი თანხის:
3.1.1. 100%, იმ შემთხვევაში თუ: პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.);
3.1.2. 100% იმ შემთხვევაში თუ პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი ან პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს ან პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.).
3.3. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მომხმარებელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.
3.4. შპს „ესტელ ჯორჯია“ მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის ღირებულებას, წინამდებარე მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით, აუნაზღაურებს 15 სამუშაო დღის ვადაში, გარდა
3.1.1. მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3.5. წინამდებარე პოლიტიკის 3.1.1. მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომხმარებელს პროდუქტის ღირებულება დაუბრუნდება 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

4.ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი
4.1.კომპანია ესტელ ჯორჯია მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას/შეცვლისას ანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას, იმ შემთხვევაში, თუ:

  • პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
  • პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
  • პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
  • მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა ესტელ ჯორჯიას მხრიდან;

  • 4.2.ყველა სხვა შემთხვევაში, ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას ანაზღაურებს მომხმარებელი.

    5. პროდუქციის დაბრუნება/შეცვლის პროცედურა
    5.1. იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნების ინიცირება მიტანისთანავე მყისიერად მოხდება მომხმარებლის მხრიდან, შემთხვევა ფიქსირდება საინფორმაციო ცენტრში და კურიერს ეძლევა დასტური პროდუქტის წამოღებაზე;
    5.2. პროდუქციის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია დააფიქსიროს მოთხოვნა პროდუქციის დაბრუნებაზე;
    5.3. პროდუქტის მიღებიდან 5 კალენდარული დღის შემდეგ დაფიქსირებული ქარხნული წუნის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს შესაბამისი საგარანტიო პირობებით.

    6. პროდუქციის შეცვლის ვადები
    6.1. პროდუქციის შეცვლის მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში, მომხმარებელს დაბრუნებული პროდუქტის იდენტური პროდუქტი მიეწოდება 5-10 სამუშაო დღის განმავლობაში.

    7. საგამონაკლისო შემთხვევები
    7.1. იმ შემთხვევაში თუ ვებგვერდის ტექნიკური ხარვეზის ან მექანიკური შეცდომის გამო, მოხდა ამოწურული პროდუქციის შეთავაზება/შეძენა (თანხის გადახდა), კომპანიის წარმომადგენელი დაუყონებლივ უკავშირდება მომხმარებელს და აწვდის ზუსტ ინფორმაციას არსებული მდგომარეობის შესახებ და მომხმარებელს უკორექტირებს/უსწორებს შეკვეთას ან ცალმხრივად აუქმებს შეკვეთას და თანხას უბრუნებს მომხმარებელს სრულად (48 საათის განმავლობაში).